იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

67 გარდაცვლილი და 4 100 დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

ბოლო24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 67 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 749 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 223, ხოლო PCR ტესტით – 20 526.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,92%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,75%, ხოლო ბოლო 7 დღეში 8,39% შეადგინა. 

სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 211 839 აცრა, ხოლო 2 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 699 შეადგინა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 33 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 550 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა – 1 127 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 857 933 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 799 850, ვირუსს ემსხვერპლა 12 258 ადამიანი.

დატოვეთ კომენტარი