დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გახდი “სოციალური სახლის” სანტა

მოგესალმებით მეგობრებო, რგორც იცით თბილისში, მიხეილ ზანდუკელის 2-ში 2020 წლის 15 დეკემბერს გაიხსნა უფასო სასადილო”სოციალური სახლი” სულ მალე ერთი წლის ვხდებით🥂❤️, ბევრი რამ გამოვიარეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, შევიძინეთ უამრავი მეგობარი, როგორც ბენეფიციარები ასევე ადამიანები, რომლებიც სრულიად უანგაროდ დაგვიდგნენ მხარში და შეგვაძლებინეს , რომ ყველა დღესასწაული განსაკუთრებული ყოფილიყო ჩვენი საყვარელი მოხუცებისთვის, ❤️ბავშვებისთვის❤️, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის და ყველასთვის ვინც სოციალური სახლით სარგებლობს❤️შევძელით და ამ წლის მანძილზე ყველა დღესასწაული გამორჩეული იყო ჩვენთან💗 სულ მალე ახალი წელია, ჯადოსნური და სასწაულებით სავსე🙏🌟 ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა, ყველანაირი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია🙏💕 განსაკუთრებით გვინდა ჩვენი პატარა სტუმრების ოცნებების ახდენა შევძლოთ🙏 ზოგისთვის კამფეტია მთავარი ოცნება, ზოგისთვის ტკბილი ნამცხვარი, ზოგს კიკოკა კოლა ენატრება🥲ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და უკვე თითქოს ერთ დიდ ოჯახად გადავიქეცით, ვიცით ჩვენი მოხუცი ბებოების წარსული, ზოგი პედაგოგი იყო, ზოგიც ეკონომისტი, ასეთი უცნაური და დაუჯერებელი ამბები სამწუხაროდ ძალიან ხშირი და გულსატკენია, თუმცა რეალობაა და ამ რეალობის ნაწილი ვართ ჩვენ, ადამიანები ვისაც შეგვიძლია ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ, უმძიმესი ყოფა, თუნდაც ერთი დღით 💕ვაჩუქოთ ახალი წელი მათ ვისთვისაც ეს ჯადოსნური ღამეც უფერული უიმედო და სევდით სავსე გახდა, მათ ვინც მხოლოდ შორიდან უცქერს ფერადი და ბრჭყვიალა მანათობლებით გაფორმებულ საახალწლო სუფრებს🙏 გავუღოთ კარი ყველას, ყველას, ვისაც არავინ ჰყავს, ვინც სულ მარტოა და შევიყვაროთ ისინი🙏💗 ვაჩუქოთ ბედნიერი დღეები ერთმანეთს🙏💗🙏 “სოციალურ სახლში” თქვენ ამ ადამიანებს ყოველდღე შეხვდებით💕💕💕 ყოველთვის როცა ძალიან გაგვიჭირდა და თითქმის ვიკეტებიდით, თქვენი მხარდაჭერით გადავიტანეთ ყველა გამოწვევა🙏, რუსთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით🙏❤️ ახლაც თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედი გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პროდუქტი, საახალწლო ნივთები თუ თუნდაც ერთი ლარი იქნება❤️ჩვენთვის ნებისმიერი მხარდაჭერა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია❣️❣️❣️ GE25BG0000000101233052GEL საკონტაკტო ნომერი 577727729

წერს ,სოციალურ ქსელში , კერძო უფასო სასადილო ” სოციალური სახლის ” წარმომადგენელი.

დატოვეთ კომენტარი