დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ირაკლი ღარიბაშვილი, მტრის ჯინაზე, კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერის პოსტზე”-ირაკლი კობახიძე

“ირაკლი ღარიბაშვილი, მტრის ჯინაზე, კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერის პოსტზე” – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. ტიკარაძესთან დაკავშირებით კი ამტკიცებს, რომ ის თანამდებობიდან არგუმენტირებულად წავიდა.

მისივე  თქმით, პარტიაში ახალი მინისტრის შერჩევაზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.

“ვიდრე ჩატარდებოდა ბრიფინგი, ეკატერინე ტიკარაძე იმყოფებოდა პარტიაში, მე პირადად მქონდა მასთან შეხვედრა და საუბარი და ა.შ. არავითარი დაპირისპირება, ეკა ტიკარაძემ თვითონ განმარტა მისი გადადგომის მიზეზი და თუ რამე დამატებით განმარტება გჭირდებათ, შეგიძლიათ…ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე კიდევ ძალიან დიდხანს იქნება პრემიერის პოსტზე, მოიკითხეთ გადადგომები თქვენს პოლიტიკურ პარტიაში”,– ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დატოვეთ კომენტარი