“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.
მდინარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნის პარტნიორი და დასავლელი მეგობრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
“ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა აქ გააჩნია, ევროპულ ოჯახში, აქედან გამომდინარე, ჩვენი კურსი იქნება ურყევი ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი პოზიციის მიუხედავად და ასევე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები დასავლეთიდან ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
ბუნებრივია, რომ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ასე საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა, არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი იყოს ოკუპირებული და ყველაფერს გააკეთებს დეოკუპაციისთვის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.
ამის შესახებ საუბარია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნულს ევროპული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაპირება წინააღმდეგობაში მოდის ვალდებულებასთან – “არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე”.
მეტი ამბები
8 Questions that Save You from finding yourself unhappy and Alone
Cool Guys Include Brand New Bad Men: Indications He’ll Break Your Own Cardiovascular System
The Organic Consumers Association: A Grassroots Nonprofit Unites Health-Conscious Folks In one common Reason