იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები – სტოლტენბერგი

“რუსეთს სურს, დააბრუნოს ის დრო, როდესაც დიდი ქვეყნები პატარა ქვეყნების ბედს ერთპიროვნულად წყვეტდნენ” – ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და ეს ასახულია მრავალ შეთანხმებაში, რომლებზეც თავად რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი. 

“ნატოს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია, სხვა არავისი. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, რომელშიც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, რომელშიც შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლია სხვა ქვეყანას”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

დატოვეთ კომენტარი