იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რას უნდა ველოდოთ 2022 წლისგან – ჩინური ასტროლოგიის 10 მთავარი რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან წყლის ვეფხვის წელი დაიწყება, რომელიც 2021 წელთან შედარებით, უფრო კონსტრუქციული და მდგრადი იქნება. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვეფხვი მიწიერებისა და მატერიალურობის სიმბოლოა და ხელს უწყობს სილამაზისკენ მისწრაფებას. თავდადება და მონდომება 2022 წლის წარმატების გასაღებია, რადგანაც ვეფხვი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არასოდეს გაჩერდეთ ერთ ადგილზე. სცადეთ და შეეჭიდეთ ახალ გამოწვევებს. მათ, ვინც სწავლას იწყებს, კარიერის ან სოციალური სტატუსის ამაღლებას გეგმავს, წყლის ვეფხვი დიდ წარმატებას მოუტანს.

თუმცა, არ იფიქროთ, რომ მთელი წელი სულ წარმატებული და მშვიდი დღეები იქნება. სამყარო გვარწმუნებს, რომ არაფერი მოგვიტანს იმაზე მეტად წარმატებას, ვიდრე საკუთარი თავის რწმენა და სურვილი, რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ. ვეფხვი ძალიან გამჭრიახი და მგრძნობიარე ცხოველია, სტრატეგიულად აზროვნებს და ყოველთვის წინდახედულია.

გარდა ამისა, წყლის სტიქია პასუხს აგებს დაავადებებსა და მკურნალობაზე, ამიტომ, სავარაუდოდ, მსოფლიო კვლავ ორად გაიყოფა, თუმცა, საბოლოოდ ინოვაცია გაიმარჯვებს.

ვეფხვის მთავარი მახასიათებელია ძალაუფლება, ლიდერობა და ავტორიტეტი. 2022 წელს ლიდერული თვისებების მქონე ადამიანები, რომლებიც ორიენტირებული არიან პრობლემების გადაჭრაზე და სიტუაციის კონტროლზე, სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ვეფხვის ერთ-ერთი რჩევაა, თავი დააღწიოთ მსხვერპლის როლის თამაშს და პიროვნულ განვითარებაზე იფიქროთ.

ასევე, წლის სიმბოლო გირჩევთ, თქვენს სიცოცხლეს ცეცხლის ენერგია შემატოთ. ჩინურ ასტროლოგიაში ის პასუხისმგებელია შემოქმედებითობაზე, ინიციატივაზე და კრეატიულობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აძლიერებს თითოეულ პიროვნებას და ეხმარება. ბედნიერება და წარმატება თქვენს ხელშია. გამოიჩინეთ სიმტკიცე, მიზანდასახულობა და ყველაფერი კარგი გექნებათ.

10 მთავარი რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

  • დაუსახეთ საკუთარ თავს ახალი მიზნები. შეეცადეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოთ.
  • არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე, განვითარდით პროფესიულად. დაიწყეთ ახალი ცოდნის მიღება, დაესწარით ტრენინგებს, დაეუფლეთ საინტერესო უნარებს.
  • იფიქრეთ პოზიტიურად, განავითარეთ ოპტიმისტური თვისებები. დაიწყეთ და დაასრულეთ დღე მადლიერებით.
  • შეწყვიტეთ მსხვერპლის პოზიციაზე ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენზე და თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული.
  • ნუ ეწინააღმდეგებით ცვლილებას. იყავით ნოვატორი და ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა ბრძოლის ნაცვლად.
  • ხშირად იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ ახალი ადგილები. გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტები.
  • იყავით შემოქმედებითი და გააკეთეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ. გაიარეთ დიზაინის კურსი, დაიწყეთ ბლოგი. გაიცანით საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით.
  • შექმენით თქვენთვის ყველაზე კომფორტული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პირობები. განაახლეთ რემონტი, გარდერობი, მაკიაჟის ჩანთა და გადახედეთ მეგობრების წრეს.
  • დაიწყეთ ვარჯიში და ყურადღება მიაქციეთ კვებას.
  • შეწყვიტეთ დროის დახარჯვა ისეთ რაღაცებზე, რაც ნამდვილად არ გამოგადგებათ. ვეფხვის წელი გაიძულებთ, რომ ცხოვრებიდან ყველა მეორეხარისხოვანი რამ ამოიღოთ და საკუთარ თავზე გაამახვილოთ ყურადღება.
დატოვეთ კომენტარი