აგვისტო 7, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ექიმები მოსახლეობას მოახლოებული საფრთხის შესახებ აფრთხილებენ

საქართველოში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მე-6 ტალღის დაწყება, შესაძლოა სადღესასწაულო პერიოდში მობილობის გაზრდამ და “ომიკრონის” სწრაფმა გავრცელებამ დააჩქაროს.

ისინი მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.

ივანე ჩხაიძე კი, “ომიკრონის” შემთხვევების პიკს საქართველოში იანვრის თვეში პროგნოზირებს. 

“ველოდებით, რომ “ომიკრონის” შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის თვეში იქნება. ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იანვროსთვის უნდა იყოს მზად “ბუსტერ” დოზის გაკეთების ნაწილში,”- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

დატოვეთ კომენტარი