აგვისტო 7, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

მიხელ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა “შავი სიის” იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინ მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები.

ამ ხალხის: მოსამართლეების, პროკურორების, თანამდებობის პირების, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და თითოეული ქართველის კეთილდღეობის მტერზე. 

ჟურნალისტებს უკვე საკმარისი მასალები აქვთ შეგროვებული. მაგალითად, იმაზე, როგორ აუხსნელად გამდიდრდნენ ჩემი საქმეების პროკურორები. დადგა დრო, რომ ისინი კი არ გვადანაშაულებდნენ, არამედ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევხედოთ მათ თვალებში. შევადგინოთ სპეციალური საიტი და დავწეროთ მათი საბრალდებო დასკვნა.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

დატოვეთ კომენტარი