აგვისტო 7, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“შევარდნაძემ დიდი ბოროტება ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართ”-გია ვოლსკი

”შევარდნაძემ დიდი ბოროტება ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართ. გეგა კობახიძე ჩემი დეიდაშვილი იყო და რომ არა შევარდნაძის თავგამოდება, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა”, – ჟურნალ “გზის” არქივში ინახება ინტერვიუ, სადაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი გულწრფელად საუბრობს საკუთარი ცხოვრების გზაზე.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც გია ვოლსკი თავისი ცხოვრების „სამ დიდ ტრაგედიას” იხსენებს:

“სამი ვა­ჟის მამა ვარ. უფ­რო­სი – ზუკა 21 წლის გარ­და­იც­ვა­ლა… ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და. შუ­ა­თა­ნამ – სან­დრომ ნიუ-იორკში საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლი უმაღ­ლე­სი და­ამ­თავ­რა, ჩემი მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ და მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ. სან­დრო სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, და­ო­ჯახ­და და შვი­ლიშ­ვი­ლიც გვა­ჩუ­ქა“, – ამ­ბობს ვოლ­სკი ჟურ­ნალ “გზას­თან”.

გია ვოლ­სკი ე.წ. თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერ­თის, მსა­ხი­ობ გეგა კო­ბა­ხი­ძის დე­ი­დაშ­ვი­ლია. ეს პირ­ვე­ლი დიდი ტრა­გე­დია იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, ამას მოჰ­ყვა დუდუ და­დი­ა­ნის და ვა­ჟის – ზუ­კას და­კარ­გვა…

“შე­ვარ­დნა­ძემ დიდი ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა ჩემი ოჯა­ხის მი­მართ. გეგა კო­ბა­ხი­ძე ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი იყო და რომ არა შე­ვარ­დნა­ძის თავ­გა­მო­დე­ბა, ის დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. არა­ვის უთ­ქვამს, რომ ამ ბი­ჭებს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ – ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ჩა­ა­ყე­ნეს საფრ­თხე­ში. შე­იძ­ლე­ბო­და მსხვერ­პლი არც ყო­ფი­ლი­ყო, დე­ი­და­ჩე­მი – ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და სხვე­ბის მშობ­ლე­ბიც იქ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ…

გეგა ჩემ­ზე 3 წლით უმ­ცრო­სი იყო, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვეც­ვა­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სა­მე­გობ­რო წრე… გეგა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან მე­გობ­რობ­და, მერე გა­მოჩ­ნდნენ ძმე­ბი ივე­რი­ე­ლე­ბი, ისი­ნი იდე­უ­რად ერ­თნი იყ­ვნენ და თვითმფრი­ნავ­შიც ერ­თად აღ­მოჩ­ნდნენ. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი გე­გას გან­წყო­ბა… გეგა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო, პო­პუ­ლა­რუ­ლი, იღებ­დნენ ფილ­მებ­ში, სხვა წრე­ში, სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და…

როცა გე­გას დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, ყვე­ლა­ფე­რი თვალ­წინ და­მიდ­გა, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა – მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე პა­ტა­რე­ბი რო­გორ ვუშ­ვებ­დით დი­ა­ფილ­მებს. მე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და მუდ­მი­ვად ვმფარ­ვე­ლობ­დი გე­გას, ცელ­ქი იყო ძა­ლი­ან. ეს იყო დიდი ტრა­გე­დია და ყვე­ლა­ფერს, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, ერთი სი­ტყვით ვერ გად­მოგ­ცემთ.

დატოვეთ კომენტარი