ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ახლოს? პასუხები ასე გადანაწილდა:
არცერთი პარტია -41%
ქართული ოცნება -24%
ნაციონალური მოძრაობა – 9%
უარი პასუხზე -12%
არ ვიცი – 6%
სხვა – 8%
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.
მეტი ამბები
“თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი, რაც ქონდათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ვერ მოახერხეს” – პრემიერი ოპოზიციას
რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავს – პრემიერი
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ – ირაკლი კობახიძე