მაისი 27, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

,,ოცნების” მმართველობის პერიოდში სიღარიბე მკვეთრად გაიზარდა

,,ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სიღარიბე მკვეთრად გაიზარდა – ეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესმა კვლევამ აჩვენა. 

გამოკითხულთა  უმრავლესობა 75% ამბობს, რომ ბოლო 10 წელში სიღარიბე გაუარესდა. რესპოდენტთა მხოლოდ 6% აცხადებს რომ გაუმჯობესდა, 17% – არ შეცვლილა, ხოლო 2% ამბობს, რომ არ იცის.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიღარიბე გაუარესდა

ამასთან, NDI კვლევის თანახმად, მოსახლეობის 32% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, ასევე, 32 პროცენტი ინფლაციას ასახელებს.  

მოსახლეობის 29% ქვეყნის მთავარი პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 16% კი მთავარ გამოწვევად ტერიტორიულ მთლიანობას, 13% – პენსიებს, 11-11% – განათლებასა და ხელფასებს. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, 42% – ინფლაციას, 23% კი – სიღარიბეს. 

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

დატოვეთ კომენტარი