აგვისტო 11, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“პოლიცია რომ ყოფილიყო, არ მოხდებოდა… სრული განუკითხაობაა” – ქუთაისში 1 ღამეში 25 ავტომობილი გაქურდეს

გაზრდილი კრიმინალი და დაუცველი მოსახლეობა – იმერეთის რეგიონში ძარცვის, ქურდობებისა და ყაჩაღობის შემთხვევებმა ყოველდღიური სახე მიიღო.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახელებაში, ერთ ღამეში 25 ავტომობილი გაქურდეს. ჩამსხვრეულია ავტომობილების მინები, წაღებულია თანხა და პირადი ნივთები. ერთ-ერთი ავტომობილი სასულიერო პირს ეკუთვნის.

პოლიციამ როგორც სხვა შემთხვევებში, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც დაზარალებულებმა გაძარცვული ავტომობილების ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

დაზარალებულები ამბობენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ და დახმარებას ითხოვენ.

იმერეთში ეს ავტომობილების გაქურდვის პირველი შემთხვევა არაა. 26 იანვარს წყალტუბოში 35 მანქანა გატეხეს

დატოვეთ კომენტარი