დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

იტალიელი სიძე და ხელახალი ქორწინება 11 წლიანი დაშორების შემდეგ – როგორ ცხოვრობენ დღეს ასლან აბაშიძის ქალ-ვაჟი?

სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი აბა­ში­ძეს 1 ოქ­ტომ­ბერს მე­სა­მე შვი­ლი ლუკა აბა­ში­ძე შე­ე­ძი­ნათ. აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის ვაჟი წლე­ბის წინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­ლდათ. მათ ოჯახ­ზე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად იბეჭ­დე­ბო­და სტა­ტი­ე­ბი.

გი­ორ­გი და ლუკა აბა­ში­ძე­ე­ბი

27 წლის იყო გი­ორ­გი აბა­ში­ძე, რო­დე­საც 17 წლის ბა­თუ­მელ გო­გო­ნა­ზე სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ნე­ბა 2003 წელს შედ­გა, მაგ­რამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი­სა და ჯვრის­წე­რის გა­რე­შე. ოჯა­ხის შექ­მნი­დან ძა­ლი­ან მალე სა­ლო­მეს მამა გარ­და­იც­ვა­ლა, გი­ორ­გის დე­დას კი, მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძეს სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისიც და­ი­ღუ­პა.

ას­ლან აბა­ში­ძე და სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო დაგ­რო­ვილ სტრესს ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს და რვა თვე­ში და­შორ­დნენ. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ლო­მე დე­დამ­თი­ლის რჩე­უ­ლი იყო და მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ფი­ლი დე­დამ­თი­ლის საფ­ლავ­ზე ქალი ხში­რად და­დი­ო­და. სა­ლო­მეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მა­მამ­თი­ლი და მი­სი­ვე თხოვ­ნით, ბა­ბუ­თი მი­მარ­თავ­და…

2018 წელი – ას­ლან აბა­ში­ძის 80 წლის იუ­ბი­ლე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში

მომ­ხდა­რის შემ­დეგ წყვილს შე­რი­გე­ბა არ უც­დი­ათ, თუმ­ცა მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ას­ლან აბა­ში­ძემ ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და გი­ორ­გი აბა­ში­ძეც, რო­მელ­საც იქ ახა­ლი რჩე­უ­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა. თერ­თმეტ­წ­ლი­ა­ნი და­შო­რე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე და გი­ორ­გი შე­რიგ­დნენ და ხელი 2015 წელს ბა­თუმ­ში მო­ა­წე­რეს.

2015 წელი, სა­ლო­მეს და გი­ორ­გის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ბა­თუმ­ში

მალე წყვილს ტყუ­პი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ვაჟი. სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე ინ­სტაგ­რამ­ზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ წყვი­ლი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. ისი­ნი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ზრდი­ან შვი­ლებს და ცხოვ­რო­ბენ ბა­თუმ­ში.

ას­ლან აბა­ში­ძის მე­ო­რე შვი­ლი დი­ა­ნა აბა­ში­ძე იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. ქალს ორი შვი­ლი ჰყავს და მისი მე­უღ­ლე იტა­ლი­ე­ლი მუ­სი­კო­სი მარ­კო კა­ნესტრა­რია.

დი­ა­ნა და გი­ორ­გი აბა­ში­ძე­ე­ბი
დი­ა­ნა აბა­ში­ძის მე­უღ­ლე და შვი­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფილ მმარ­თველს, მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი­დევ გა­ა­ო­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­დე­საც 78 წლის ასაკ­ში მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მისი მე­უღ­ლე ანა­ი­და ოვა­კუ­მი­ა­ნია.

ანა­ი­და ოვა­კუ­მი­ა­ნი აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლად ჯერ კი­დევ ბა­თუმ­ში მუ­შა­ობ­და. ას­ლან აბა­ში­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის მა­გუ­ლი გო­გი­ტი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, აბა­ში­ძეს­თან ერ­თად ის მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა.

დატოვეთ კომენტარი