კორუფცია თბილისის მერიაში – არ არის გამორიცხული, სატრასპორტო კომპანიაში დაკავებების სერია გაგრძელდეს. საქმის მასალების თანახმად, კორუფციის ბრალდებით დაკავებულები სხვადასხვა პირებისგან 50-100 ლარს იღებდნენ.
ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხივე თანამშრომელს ბრალი წაუყენეს.
არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს და კოურფციულ გარიგეგებს უარყოფს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
ამ წუთის მონაცემებით, წაყენებულ ბრალდებას არც აღიარებს და თავსაც არ გრძნობს დამნაშავედ. თუმცა შეიძლება საქმის მასალებს რომ გავეცნობით, პოზიცია შეიცვალოს. საქმის მასალებში წერია, რომ გარკვეული პირებიგან 50 თუ 100 ლარი აიღო”- თქვა ადვოკატმა.
ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია N2 ავტობაზის ხელმძღვანელი გიორგი მეშველიანი და სამი რიგითი თანამშრომელი: დავით შარაშენიძე, ბექა ზარდიაშვილი და გაიოზ სანთელაძე.
მეტი ამბები
Enthusiastic about consistent internet dating? Satisfy singles in consistent at EliteSingles!
SpicyMatch Evaluation â Precisely What Do We Realize About This?
The Best Guitar Software â Read Over 1.1 Million Songs & Rock On With Fellow Musical Lovers