დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – მოპოვებულია საქმის ახალი ფიგურანტის ჩვენება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ახალი ფიგურანტები – “ტვ პირველმა” გიორგი ქარსელაძის ჩვენება მოიპოვა. ახალგაზდა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულებმა, 15 სექტემბერს ღამე მის საცხოვრებელ სახლში გაათენეს. 

ქარსელაძე ირწმუნება, რომ გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს მისთვს მკვლელობის შესახებ არაფერი უთქვამთ. 

15 სექტემბრის საღამოს მე თამარაშვილის 8 ნომრის მიმდებარედ გადავაადგილდებოდი, ვიყავი უბანში, რა დროსაც შემხვდნენ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე , მოვიდნენ ჩემთან, ავედით სახლში და ვინაიდან ვმეგობრობთ ის ღამე ჩამთან დარჩნენ. შეწუხებულები ჩანდნენ. ვკითხე რა ჭირდათ, თუმცა მკვლელობის შესახებ არაფერი უთქვამთ”- წერს ქარსელაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში. 

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მონაყოლის თანახმად, ვერაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ არაფერი გაუგია. 

მე ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, რადგან საინფორმაციოებს არ ვუყურებ. მეორე დღეს, სამ საათზე კავილაძეც და ჭელიძეც წავიდნენ ჩემი სახლიდან”- აცხადებს მოწმე. 

ერთ-ერთი ვერსიით, კიქარსელაძე ის პირია, ვისაც მკვლელობაში ბრალდებულებმა დამკვეთების შესახებ ყველაფერი უთხრეს, თუმცა ნიკოს ოჯახის ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულმა კაცმა გამოძიებას ეს ინფორმაცია დაუმალა.  

გამოძიებისთვის მიცემული ამ ჩვენების შემდეგ გიორგი ქარსელაძე გაუჩინარდა, ის მეზობლებს საცხოვრებელ სახლში არც კი უნახავთ. 

რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, რომელზეც “ტვ პირველი” გიყვებოდათ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ის ირაკლი ბიბილეიშვილია. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში 19 სექტემბერს იმყოფებოდნენ. ირკვევა, რომ ახალგაზრდამ განოკითხვაზე უარიც კი თქვა. 

დატოვეთ კომენტარი