დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ღამე და დილა რთული იქნება”-ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული ჯარები “ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან” და ქალაქს „რთული ღამე“ ელოდება.

მერის თქმით, დედაქალაქში ხუთი აფეთქება მოხდა. ხმები ქალაქის ჩრდილოეთით ელექტროსადგურთან ახლოს ისმოდა.

„ამჟამად ვითარება შემაძრწუნებელია, გაზვიადების გარეშე. ღამე და დილა რთული იქნება“, – განაცხადა კლიჩკომ „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

„რუსული ჯარები ძალიან ახლოს არიან დედაქალაქთან. დივერსიული ჯგუფები ქალაქში სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებს ანეიტრალებენ. დედაქალაქში ხიდები დაცვისა და სპეციალური კონტროლის ქვეშაა. მათ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პატრულირებენ“, – განაცხადა მან.

მან დასძინა, რომ კიევის საავადმყოფოები საომარ რეჟიმში მუშაობენ და აღნიშნა, რომ საგუშაგოები დამონტაჟდა ქალაქის მთავარ შესასვლელთან და დედაქალაქის სტრატეგიულ ობიექტებთან ახლოს.

”ჩვენ ამას ვაკეთებთ კიევის დასაცავად”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ”მადლობას უხდის ქალაქის მოსახლეობას მზადყოფნისთვის დაიცვან დედაქალაქი და ქვეყანა, შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან და სამართალდამცავ უწყებებთან ერთად”.

დატოვეთ კომენტარი