აგვისტო 11, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გაერო არ ფუნქციონირებს – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაერო ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა. 

ზელენსკიმ რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა და იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენაც მოუწოდა. 

„არც გაერო და არც გაეროს უშიშროების საბჭო არ ფუნქციონირებს. საჭიროა რეფორმები“, – განუცხადა უკრაინის ლიდერმა დეპუტატებს. 

მისი თქმით უსაფრთხოების მეტი ინსტრუმენტი სჭირდება. 

“არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები ამ მიზნით არ ფუნქციონირებენ, ამიტომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ახალი, პრევენციული ინსტრუმენტი, რომელიც რეალურად შეაჩერებს შემოსევებს“, – დასძენს ზელენსკი.

დატოვეთ კომენტარი