დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს – დიმიტრი მედვედევმა 4 პირობა დაასახელა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, ის 4 პირობა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედვედევის ინფორმაციით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში:

თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით;

ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ;

თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზება მოხდება;

რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.

დატოვეთ კომენტარი