დეკემბერი 5, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რუსები კიევის ბლოკადისთვის ემზადებიან – უკრაინის გენშტაბი

რუსები სამხრეთ-დასავლეთიდან კიევის ბლოკადისთვის ემზადებიან – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. დილით ტრადიციული განცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმაც. მისი თქმით, დღეს ორი ჰუმანიტარული დერეფანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გაიხსნა.

“დღეს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში დღეს 2 ჰუმანიტარული დერეფანია შეთანხმებული. ევაკუაცია განხორციელდება ავტობუსებით. ავტობუსების მისვლა დამოკიდებული იქნება ოკუპანტების საგუშაგოების სიჩქარეზე. მარიუპოლში ევაკუაციის განხორციელება საკუთარი მანქანებით იქნება შესაძლებელი. ის ვინც შესაბამის დახმარებას ვერ მიიღებს შეუძლია სპეციალურ ნომერზე დარეკონ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ღმერთმა დაიფაროს ჩვენი მშობლიური უკრაინა,”-აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ალექსანდრ სტუპუნის განცხადებით კი, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 7 შეტევა, გაანადგურეს 8 ტანკი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 მოწინააღმდეგის მანქანა და ერთი ნაღმტყორცნი.

“მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მათ დიდი ზარალი განიცადეს. მიუხედავად ამისა, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უარს არ იტყვის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებაზე. არსებული ინფორმაციით, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად საშუალოდ 50-დან 100-მდე დაჭრილი მოდის ქალაქ სევასტოპოლის სამედიცინო დაწესებულებებში. მტრის ჯარების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ ცუდია. მტერი არ წყვეტს მანქანების დანაკარგის შევსების მცდელობას. ოკუპანტები აგრძელებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის ტერორს და დაშინებას. ბევრია ძარცვის, ადამიანების და ქონების მიტაცებისა ქურდობის შემთხვევები. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში მოკავშირეთა ძალებმა მოიგერიეს მტრის 7 შეტევა. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 8 ტანკი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა და 3 მოწინააღმდეგის მანქანა, ერთი ნაღმტყორცნი,”-აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი.

დატოვეთ კომენტარი