აგვისტო 11, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ცესკო – 17:00 საათისთვის, შუალედურ არჩევნებზე 40 287 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 25,8%

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში, რუსთავსა და გადრაბანში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე 17:00 საათისთვის 40 287 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 25,8%-ია.

როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ბათუმში 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა  8 395 ამომრჩეველი – 40,7%, ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 31 892, რაც ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა 22,8%-ია.

“17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 40 287 ამომრჩეველი მივიდა, რაც გახლავთ 25,8%-. მათ შორის ბათუმის საარჩევნო უბნებზე მივიდა 8 395 ამომრჩეველი რაც გახლავთ 40,7%. ხოლო რუსთავსა და გარდაბანში 31 892, რაც არის 22,8%. უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც 2 საათი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებსა იაქტიურონ,”- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა. 

დატოვეთ კომენტარი