დეკემბერი 5, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მე და გივიკო 5 წელია ერთად ვართ… როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც” – ვინ არის ქეთათოს რჩეული?

"მე და გივიკო 5 წელია ერთად ვართ... როგორც ირაკლის შემთხვევაში იყო, ზუსტად ასე მოხდა ახლაც" - ვინ არის ქეთათოს რჩეული?

ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი მა­ლე­ვე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი წყვი­ლის სიმ­ღე­რე­ბი დღემ­დე მსმე­ნე­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს.

ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქე­თა­თოს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან ჰქო­ნია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი “ინ­სტაგ­რამ­ზე” ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა სა­ჯა­როდ მის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რობ­და.

პირ­ვე­ლად ამ თე­მა­ზე ქე­თა­თომ გა­და­ცე­მა­ში “ბა­ი­ას­თან” ისა­უბ­რა. ამ­ბობს, რომ მის რჩე­ულ­თან ერ­თად უკვე 5 წე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, თუმ­ცა ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე არ აქვს. ქე­თა­თოს რჩე­უ­ლი გი­ვი­კო ფან­ცუ­ლა­ი­აა.

“მე და ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი 5 წე­ლია ერ­თად ვართ. ოჯა­ხის შექ­მნა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც თუ იმას გუ­ლის­ხმობთ, რომ ჯვა­რი უნდა და­ი­წე­რო და ხელი მო­ა­წე­რო, მე ირაკ­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვი­საც არ მი­მი­ცია არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე. უბ­რა­ლოდ ვთვლი, რომ როცა გინ­და ადა­მი­ან­ზე ზრუნ­ვა, ის ხდე­ბა შენი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი.

რო­გორც ირაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში იყო, ზუს­ტად ასე მოხ­და ჩემ­სა და გი­ვი­კოს შო­რის. გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი… ადა­მი­ა­ნებს შო­რის რო­დე­საც სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ზო­მა­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა, აქვთ სა­ერ­თო შე­ხე­ბის წერ­ტი­ლე­ბი, არის მი­ზი­დუ­ლო­ბის მო­მენ­ტი და ინ­ტე­რე­სი, ეს უკვე ძა­ლი­ან კარ­გია” – ამ­ბობს ქე­თა­თო.

https://www.ambebi.ge/

დატოვეთ კომენტარი