18 წლის წინ მოკლული 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირად მიაკვლიეს. უცნობია, რა გახდა სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზეზი, მაგრამ ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვის ცხედარს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდა. “კურიერს” ოჯახმა ინფორმაცია დაუდასტურა, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ბოლო სამძებრო ღონისძიება “კურიერის” კამერამ 2018 წელს გადაიღო. მაშინ მკვლელმა დანაშაული აღიარა და ოჯახს ცხედრის მდებარეობის ცრუ მისამართი მიუთითა. ფაქტს წინ უძღოდა საზარელი შემთხვევა, რა დროსაც მსჯავრდადებულმა იაგო ნებიერიძემ გორში 9 წლის გოგო მოკლა. დაკავების შემდეგ კი აღიარა, რომ ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ იყო და მას ბავშვი 14 წლის წინაც ჰყავდა მოკლული.
მეტი ამბები
This Evaluation Clarifies If LayMatures.co.uk Is A Fraud Or A Legit Website
WhiteMenBlackWomenDatingSite.com Aids Singles Find The Correct Platform for Interracial Dating
Cómo Salir con un presupuesto ajustado