აგვისტო 11, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“მოვა დრო და გვექნება ისეთი თავისუფალი და ღირსეული ქვეყანა, როგორზეც თაობები ოცნებობდნენ!”-ნინო ბურჯანაძე

9 აპრილი, გვაერთიანებს განურჩევლად ყველა ქართველს. კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს! – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე შეფასებით, ეს დღე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს წაიშლება და არ წაიშლება არც ჩვენს მეხსიერებაში.

„ამ დღეს მთელი საქართველო ერთიანი ვიყავით, ყველას ერთი იდეა გვაერთიანებდა- ნებისმიერ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვეპოვებინა თავისუფლება და თავისუფლება მოვიპოვეთ, თუმცა, 33 წლის შემდეგ, დღესაც უმნიშვნელოვანესი რჩება ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ერთიანობა, თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებების უზრუნველოფა. სამწუხაროა, რომ 9 აპრილის ჭრილობიდან ქართველს ერს სისხლი ისევ სდის. სამწუხაროა, რომ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ზეიმი შეუძლებელია მანამ, სანამ საქართველო დანაწევრებულია, სანამ არ მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ქვეყნის გაერთიანებას! მაგრამ ეს ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე გვეყოლება ხელისუფლება , რომელიც კი არ გვაერთიანებს, არამედ გვყოფს და ერთმანეთს გვაპირისპირებს, ქვეყნის ერთიანობის და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კი არ ზრუნავს, არამედ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისთვის! ჩვენც ამის წინ აღდგომას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ვერ ვახერხებთ ვიყოთ ისეთი ერთიანები, როგორც 1989 წელს. რაოდენ სამწუხაროა, რომ 33 წლის შემდეგ, დღეს, სწორედ ეს ერთსულოვნება გვაკლია. თუმცა მაინც ღრმად მწამს, მოვა დრო და გვექნება ისეთი თავისუფალი და ღირსეული ქვეყანა, როგორზეც თაობები ოცნებობდნენ!- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დატოვეთ კომენტარი