აგვისტო 14, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“არავის ვეჩხირები თვალში… ზიხართ დანერვოზებულები და ილანძღებით”-მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძეს 

ბა­თუ­მელ მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. გა­საკ­ვი­რიც არ არის, რად­გან ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს “ინ­სტაგ­რამ­ზე”. მა­რი­ამს 1.8 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. შუ­კა­კი­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­ზღვა­უ­რი მე­უღ­ლე და ორი პა­ტა­რა გო­გო­ნა.

მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძის ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ბევ­რის­თვის კრი­ტი­კის სა­გა­ნი ხდე­ბა. მას­ზე ხში­რად წე­რენ, რომ უამ­რა­ვი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ფო­ტო­ებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით ფე­ხებს იგ­რძე­ლებს და უამ­რა­ვი სხვა ბრალ­დე­ბა, რო­მელ­საც ხში­რად ცნო­ბილ სა­ხე­ებს უყე­ნე­ბენ…

გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის არ გახ­ლავთ ინფლუ­ენ­სე­რი და არ­ცერ­თი კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ცი­ას არ არეკ­ლა­მებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი აქვს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი მხო­ლოდ ოჯა­ხურ ან პი­რად ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რომ ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია…

მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მას­ზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა ჭო­რებ­მა და­ღა­ლა და გა­და­წყვი­ტა, ერთი ვრცე­ლი პოს­ტით გა­ე­ცა ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი…

მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე:

– არც კი ვიცი სა­ი­დან და­ვი­წყო… ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, ამ ყვე­ლა­ფერს შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია გა­მე­ცა თუ არა პა­სუ­ხი იმ ბო­რო­ტე­ბის­თვის, რა­საც ყო­ველ­დღე ვხვდე­ბი. მიხ­ვდე­ბით, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ. უსას­რუ­ლო გან­ხილ­ვა, ლან­ძღვა და ბოღ­მის ნთხე­ვა ჩემს ფო­ტო­ებ­ზე.

პირ­ველ რიგ­ში, მე ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ ჩემი ოჯა­ხით, ჩემი შვი­ლე­ბით, მე­უღ­ლით. ჩემი მშობ­ლე­ბი­თა და და-ძმით. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს უფ­ლის წყა­ლო­ბით. მშვი­დი ცხოვ­რე­ბა და უამ­რა­ვი კარ­გი ადა­მი­ა­ნი ირ­გვლივ.

ახლა კი პა­სუ­ხე­ბი, მათ ვინც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა “კო­მენ­ტა­რე­ბით” მებ­რძვის.

მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

თა­ვის მოვ­ლა და გა­მო­სას­ვლე­ლი კა­ბე­ბით სე­ირ­ნო­ბა, სირ­ცხვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. აი, თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი კი ბო­რო­ტე­ბაა. რა­საც წერთ და იგ­ლეჯთ გუ­ლებს, სრუ­ლი­ად ამაზ­რზე­ნია ჩემ­თვის და ყვე­ლა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის.

გა­ნი­ხი­ლავთ იმას, რაც ნამ­დვი­ლად არა­ვის საქ­მე არ არის.

თურ­მე რად­გან ცხვი­რის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თე­ბია ოდეს­ღაც, ჯვარს უნდა მაც­ვან და პლუს თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ით მი­ა­მა­ტონ ის, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი პლას­ტი­კა გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს და ამის მტკი­ცე­ბა­ში კარ­გა­ვენ მთელ ცხოვ­რე­ბას. ან ეს რა სა­ლა­პა­რა­კოა, სა­ერ­თოდ ვინ ეკი­თხე­ბათ, რა მდა­ბიო საქ­ცი­ე­ლია, ხვდე­ბით?

მთე­ლი ჰო­ლი­ვუ­დი გა­და­კე­თე­ბულ- გად­მო­კე­თე­ბუ­ლია, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი მო­დე­ლე­ბიც. ნუ, ეს ჩემ­ზე უკეთ იცით. არ გა­მოგრჩე­ბო­დათ არ­ცერ­თი და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მე რა­ტომ შემ­ჭა­მეთ? ერთი პლას­ტი­კუ­რი რო­მე­ლიც, ტრავ­მის გამო გა­ვი­კე­თე, გახ­და ამ­დე­ნი წლის სა­ლა­პა­რა­კო. კარ­გით რაა.

ვინც ლა­მა­ზია და­ბო­ტოქ­სე­ბულს ეძა­ხი­ან. მინ­და გი­თხრათ, რომ “ბო­ტოქ­სი” არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია, არ მაქვს ნა­ო­ჭე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად. მო­მა­ვალ­ში თუ დამ­ჭირ­და, გა­ვი­კე­თებ.

რის გა­კე­თე­ბა­საც მაბ­რა­ლე­ბენ, ლო­ყებს, წარ­ბებს, თვა­ლის ჭრილს, წამ­წამს, კი­სერს, ფე­ხებს და კი­დევ სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია, ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მია ბავ­შვო­ბი­დან­ვე. იმე­დია, კოს­მე­ტო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს, სა­ხის წმენ­დას – პლას­ტი­კურს არ ეძა­ხი­ან.

იმა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, ძველ ფო­ტო­ებს, რომ გა­მო­ჩხრი­კა­ვენ და ფო­ტო­შო­ფით გა­უ­დი­დე­ბენ ცხვირს, ყბას, თვა­ლებს უელ­მე­ბენ ჩემს ფო­ტო­ებს, რომ და­ამ­ტკი­ცონ “სი­მარ­თლე…”

ადრე ისე­დაც ყვე­ლა სხვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყა­ვით, ზოგი და­იხ­ვე­წა, ზო­გიც პი­რი­ქით. იყო დრო, 10 წლის წი­ნან­დე­ლი ჩემი ფო­ტო­ე­ბი ტე­ლე­ფო­ნებ­ში ქონ­დათ გად­მო­წე­რი­ლი და რო­გორ მი­ე­ბა­ძათ ჩემ­თვის, აღარ იცოდ­ნენ. დღეს კი იმ ფო­ტო­ებს გა­მო­ა­ჭე­ნე­ბენ წარ­წე­რით “ასე­თი იყო”. ჯო­ბია გა­იხ­სე­ნონ თვი­თონ რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ იმ დრო­ის­თვის. აი, მე კი მა­ში­ნაც ლა­მა­ზი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით. არ გე­წყი­ნოთ, მთა­ვა­რი ხომ სუ­ლი­ე­რი სი­ლა­მა­ზეა, რაც მე არა­სო­დეს მაკ­ლდა.

მერე კი­დევ იტყვი­ან, უი, არა, არ გვშურს! ამ ადა­მი­ა­ნებს ვე­ტყო­დი, კი შენ გშურს ჩემი, თან ძა­ლი­ან, აბა, უმი­ზე­ზოდ ხომ არ გავ­ხდე­ბო­დი ლან­ძღვის მი­ზე­ზი? ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ, ჩემს ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად. მაქვს ყვე­ლა­ფე­რი, რაც მსურს და თავს ვგრძნობ ბედ­ნი­ე­რად. არა­ვის ცხოვ­რე­ბით არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი.

ერთ-ერთი ჭორი ჩემს შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. 2017 წელს Dolce & Gabbana-მ ატ­ვირ­თა ჩემი ფოტო და მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მიწ­ვია ფო­ტო­სე­სი­ებ­ზე, რო­მე­ლიც ბა­ნე­რებ­ზე იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო უარი ვთქვი წას­ვლა­ზე, იმ დრო­ის­თვის გა­მოჩ­ნდა ჩემი მე­უღ­ლე და ვამ­ჯო­ბი­ნე ოჯა­ხი, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას. თუმ­ცა ეს სხვა­ნა­ი­რად შე­ფუ­თეს და და­წერს, თით­ქოს ჩავ­სულ­ვარ მი­ლან­ში და და­მი­წუ­ნეს. ეს რომ წა­ვი­კი­თხე, მივ­ხვდი, რომ და­ი­წყო ყვი­თე­ლი პრე­სა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გამო, მაგ­რამ ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ალ­ბათ, დღეს ასე­თი გან­ხილ­ვა­დი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი.

ყვე­ლა­ფე­რი აღი­ზი­ა­ნებთ, რაც მე მი­კავ­შირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად ის, რომ ამა­ყად დავ­დი­ვარ წელ­ში გა­მარ­თუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. რა­ტო­მაც არა?

მე მე­ა­მა­ყე­ბა სა­კუ­თა­რი თავი. მომ­წონს რო­გო­რიც ვარ გა­რეგ­ნუ­ლად, ასე­ვე საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბაც მაქვს და წარ­მა­ტე­ბაც. ვერ ვხვდე­ბი რა სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ, ის რომ ბო­რო­ტე­ბი და უზ­რდე­ლე­ბი იყოთ. მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობთ, ვინ და­ამ­ცი­როთ, რომ თქვენ და­ჩაგ­რუ­ლე­ბი არ იყოთ. ზი­ხართ ალ­ბათ ხა­ლა­თებ­ში უსაქ­მუ­რად, მო­უვ­ლე­ლად, გამ­წა­რე­ბულ და­ნერ­ვო­ზე­ბუ­ლე­ბი და ლან­ძღვით იფხანთ გულს. ნუ და­ი­ა­ვად­მყო­ფებთ თავს, ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნებ­ზე ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბით. დაკ­მა­ყო­ფილ­დით იმ ცხოვ­რე­ბით, რაც თვი­თონ შე­იქ­მე­ნით.

მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე დას­თან ერ­თად

არა­სო­დეს და­ვე­ცე­მი იმ დო­ნე­ზე, რომ სხვა­ზე ცუდი ვი­ლა­პა­რა­კო და ვწე­რო. თუ არ მომ­წონს ადა­მი­ა­ნი, იმას არც არა­სო­დეს გან­ვი­ხი­ლავ. მე ჩემი სი­კე­თით და წრფე­ლი გუ­ლით, ძა­ლი­ან ბევ­რს მი­ვაღ­წევ, რა თქმა უნდა, უფ­ლის წყა­ლო­ბით და კი­დევ უამ­რა­ვი, თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის, მხარ­ში მიდ­გა­ნან ისე­ვე, რო­გორც მე მათ. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ვეხ­მა­რე­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. ამი­ტო­მაც ვუყ­ვარ­ვართ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, თუ არ ჩავ­თვლით “კო­მენ­ტა­რე­ბის­წე­რია” და და­ბა­ლი დო­ნის ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნებს, მათი გო­ნე­ბა ხომ, მხო­ლოდ ბო­რო­ტე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

არა­ვის არ ვე­ჩხი­რე­ბი თვალ­ში, არ ვზი­ვარ ყო­ველ კვი­რას გა­და­ცე­მებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რჯერ მი­მიწ­ვი­ეს. არ ვცდი­ლობ პო­პუ­ლა­რო­ბას. ჩემი სა­მოყ­ვა­რუ­ლო გვერ­დი მაქვს, სა­დაც ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან ცოტა ნა­წილს ვპოს­ტავ, რად­გან 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი მი­ყუ­რებს…

და კი­დევ და­ვა­მა­ტებ, რა­საც მინ­და იმას გა­ვა­კე­თებ!!! თქვენ ნამ­დვი­ლად არ მო­გის­მენთ.

და­ბოღ­მი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, არც არა­სო­დეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სხვაგ­ვა­რად მე დღეს ეს მა­რი­ა­მი არ ვიქ­ნე­ბო­დი. არა­სო­დეს ვი­ტყვი უარს, ვა­კე­თო ის, რაც ბედ­ნი­ერს მხდის. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ სიმ­შვი­დეს, და­ლა­გე­ბულ ცხოვ­რე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და წარ­მა­ტე­ბას.

მე მჯე­რა იმის, რომ დე­და­მი­წა­ზე კე­თი­ლი ხალ­ხი უფრო მე­ტია, ვიდ­რე ბო­რო­ტი. ნახ­ვამ­დის.

დატოვეთ კომენტარი