დეკემბერი 2, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თალიბანმა ქალებს ქუჩაში ბურკის გარეშე გასვლა აუკრძალა

თალიბანმა ქალებს ქუჩაში ბურკის გარეშე გასვლა აუკრძალა. შესაბამის ბრძანებას ხელი ისლამისტური მოძრაობა “თალიბანის” ლიდერმა მოაწერა. ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ უმჯობესია ქალები შინ დარჩნენ, თუ მათ გარეთ მნიშვნელოვანი საქმეები არა აქვთ. ბურკას ტარებაზე უარის თქმა სასჯელს ითვალისწინებს.

ვინც დაუფარავად პირველად გამოჩნდება ქუჩაში, “თალიბანის” წარმომადგენლები მის სახლში მივლენ და ქალის ქმარს, მამას ან ძმას გაესაუბრებიან. განმეორებით შემთხვევაში კი კაცს, რომელიც პასუხისმგებელია ქალის ქცევაზე, სამინისტროში დაიბარებენ, მესამედ განმეორების შემთხვევაში მეურვე კაცი უკვე სასამართლოს წინაშე წარსდგება და ციხეში 3 დღეს გაატარებს.

დატოვეთ კომენტარი