მაისი 27, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს, დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას კი მიმართავს, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება. პუტინის მისალოცი ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვლადიმერ პუტინი ამ მისალოც წერილში მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო „რესპუბლიკებს“, ასევე საქართველოს და უკრაინას.

მისალოც ტექსტში რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ „დღეს, საერთო ვალია, არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა“.

პუტინი ცალკე მიმართავს მეორე მსოფლიო ომის უკრაინელ ვეტერანებს, „საერთო გამარჯვებისთვის“ გაღებული მსხვერპლის დავიწყება არ შეიძლება.

„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში“, – წერს პუტინი მილოცვის ტექსტში.

დატოვეთ კომენტარი