69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
შემოქმედებითი გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუსიკაში ლექსო თავის სათქმელს იტყოდა და შესაბამის ადგილსაც დაიკავებდა. მან უკვე ცხრა წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით; პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.
მეტი ამბები
“თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი, რაც ქონდათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ვერ მოახერხეს” – პრემიერი ოპოზიციას
რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავს – პრემიერი
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ – ირაკლი კობახიძე