მაისი 27, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ამაზე გაჩუმება არ შეიძლება. მოვუწოდებ საზოგადებას, დაიცვან საკუთარი უფლება”-ნინო ბურჯანაძე

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს განვიხილავ ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში, რადგან ეს პროცესი არის არასამართლიანი და არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, – ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად ნათელი და ერთმნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, როდესაც ,,რუსთავი 2″ წაართვა ნიკა გვარამიას და მის გუნდს.

,,ივანიშვილს ვერ წარმოედგინა ასეთ პატარა დროის მანძილზე გუნდი, რომელსაც წაართვა ,,რუსთავი 2″ , შეძლებდა ახალი ტელევიზიის გახსნას და მუშაობას, რაშიც ლომის წვლილი სწორედ ნიკა გვარამიას მიუძღვის. ივანიშვილი, ახლა სხვა მეთოდით ცდილობს ტელევიზიის დახურვას. ეს არის პირდაპირი საფრთხე საქართველოს დემოკრატიისათვის.

არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ნიკა გვარამია. როცა, რამე არ მოგწონს და იმას იტან და ითმენ, სწორედ ეს არის დემოკრატია, თორემ რომ მოგწონს გაქებს და დითირამბებს გიმეღერიან, ასეთ ტელევიზიას მოითმენ კი არა დააფინანსებ კიდეც, როგორც ამას ,,ქართული ოცნება” აკეთებს.

მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა გვარამიას და მის გუნდს, ამაზე გაჩუმება არ შეიძლება. მოვუწოდებ საზოგადებას, დაიცვან საკუთარი უფლება, განსხვავებული აზრის არსებობის უფლება.

ნებისმიერი ტელევიზის დახურვა არის გზა ავტორიტარიზმისაკენ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სიბნელეში ამყოფოს. სწორედ ამას აკეთებს დღეს ბიძინა ივანიშვილი, რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ “, – აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე

დატოვეთ კომენტარი