დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სერიოზულად მოეკიდეთ კრიტიკას, რომელიც მეგობრებისგან მოდის – კალიურანდი “ოცნებას”

მოგიწოდებთ მეგობრების კრიტიკას სერიოზულად მოეკიდეთ –  ევროპარლამენტარი და სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი “ქართულ ოცნებას” მიმართავს. 

“მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მარინა კალიურანდი მმართველ გუნდს ბოლოდროინდელი ანტიდასავლური განცხადებების გამო აკრიტიკებს. 

ის ამბობს რომ პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუღებლობა ქვეყნის ევროპულ მომავალზე ცუდად აისახება. 

“ჩემი რჩევა იქნება, რომ სერიოზულად მოეკიდონ კრიტიკას, რომელიც მეგობრებისგან მოდის. ისინი არიან საქართველოს მეგობრები ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, საქართველო კი ახლა ძალიან კრიტიკულ პერიოდს გადის. ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შედეგს ექნება უზარმაზარი გავლენა საქართველოზე. ამიტომ, მე უყურადღებოდ არ დავტოვებდი იმ ადამიანებისგან მომავალ კრიტიკას, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და მის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ , ვიდრე ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესებია. კონსტრუქციული კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. არავინ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა მართლმსაჯულების რეფორმის  შუაგულში, სახიფათოა. ახლა თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და მე არ ვიცი, კიდევ როდის გაიხსნება ეს ფანჯარა. ამიტომ ნაცვლად განცხადებების კეთებისა, წარსულში ყურებისა, პოლიტიკური პოლარიზაციისა, ყველა პოლიტიკური პარტია დღეს უნდა გაერთიანდეს, რადგან საქმე ეხება საქართველოს გადარჩენას და იმას, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი ევროკავშირთან, თუ ევროკავშირის გარეშე” ამბობს “მთავართან” საუბარში  მარინა კალიურანდი 

დატოვეთ კომენტარი