დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას ბრალდება დაუმძიმდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას ბრალდების მუხლი დაუმძიმდა. მას ახლა გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, რომელიც მაქსიმალურ სასჯელის ზომად უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 38 წლის მამაკაცს, რომელმაც გუშინ, გურამიშვილის გამზირზე, ცოლი მუნიციპალურ ავტობუსში შვილების და მგზავრების თვალწინ მოკლა, ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა.

ბრალდებულის ადვოკატის, სულხან კომახიძის თქმით, მებონია ფაქტს არ უარყოფს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვლენებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია და ნანობს დანაშაულს.

“ბრალი წარედგინა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. ამ ფაქტს არ უარყოფს თვითონ, თუმცა მოვლენებს ვერ იხსენებს. ძალიან ცუდ დღეშია, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს მძიმე. გაოგნებულია, რა თქმა უნდა, ნანობს დანაშაულს, მაგრამ ფაქტების აღდგენას ვერ ახერხებს. მუნიციპალურ ტრანსპორტში არის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ახლა გადმომეცა მასალები, სრულყოფილად არ მინახავს და ამაზე ვერ გეტყვით რა დევს და რითი დასტურდება, ან არ დასტურდება ფაქტი. არსებობს თვითმხილველების ვიდეოჩანაწერებიც,” – აცხადებს ადვოკატი.

დატოვეთ კომენტარი