აგვისტო 11, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ივანიშვილი იგულისხმა, აბა ღარიბაშვილის ავტორიტარიზმი არ გაიშვას – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ავტორიტარ მმართველად სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. 

ალბათ, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ, “რესპუბლიკელები” 2014 წლიდან ვიყენებთ ტერმინის უპასუხისმგებლო პერსონალური მმართველობა. 

როგორც ჩანს, მას (ივანიშვილს) გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, აბა ახლა ღარიბაშვილის ავტორიტარიზმი არ გაიშვას” – განაცხადა ბერძენიშვილმა. 

პოლიტიკოსი იქვე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც უსამართლობაზე საუბრობს მარტივად შეუძლია “მთავარის ხელმძღვანელი” გაათავისუფლოს. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხეზე და ამბობს, რომ ავტორიტარიზმის თავიდან ასაცილებლად ძალაუფლების დაბალანსება აუცილებელია.

ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სასამართლო სისტემას ღიად აკრიტიკებს – სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას “სირცხვილი” უწოდა იმას, რომ ქვეყანა სათანადოდ ვერ აგრძელებდეს სამართლიანი სასამართლოს მემკვიდრეობას.

დატოვეთ კომენტარი