აგვისტო 11, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

,,ოცნების” მთავრობა დონორებისგან ნაჩუქარ ფულს ვერ ითვისებს – აუდიტის სკანდალური დასკვნა

უბრალო გულგრილობა თუ სამოხელეო დანაშაული? – ,,ოცნების” მთავრობა დონორებისგან ნაჩუქარ ფულს ვერ ითვისებს. აუდიტის სამსახურის მოკვლევით დადგინდა, იმის გამო, რომ ხელისუფლების მხრიდან თანხების დროულად ვერ ითვისებს, საქართველო ბიუჯეტი მნიშვნელოვან ჯარიმებს გადაიხდის.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო დონორებმა 12 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის საქართველოს მთავრობას 74 მილიონ ლარზე  მეტი ჩაურიცხეს, მაგრამ ხელისუფლებამ აქედან მხოლოდ 17 მილიონის გამოყენება შეძლო. მაგალითად:

 ხაშურში უნდა მომხდარიყო სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც ვერ მოხერხდა.

ბათუმში ახალი სამგზავრო ავტობუსები უნდა შემოეყვანათ. ამისთვის მთავრობამ თითქმის 5 მილიონი ,,ევროპის განვითარების ბანკისგან” ისესხა, ვერ დახარჯა და ამის გამო 20 ათასიანი ჯარიმა გადაიხადა.

ყაზბეგსა და იმერეთში ინფრასტრუქტურის შეკეთება უნდა მომხდარიყო, რისთვისაც 3,5  მილიონ ლარი გამოიყო, არც ეს ფული დაიხარჯა, სამაგიეროდ ლამის 1 მილიონი ჯარიმის გადახდა მოგვიწია.

დონორებისგან ნასესხები ფული ვერ აითვისეს, ვერ გამოიყენეს, რაც არის კიდევ ერთი დადასტურება ამ ხელისუფლების უნიათო და უპასუხისმგებლო სახის– ამბობს ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე.

აუდიტის სამსახურის გათვლებით, აუთვისებელი პროექტების გამო საქართველოს ბიუჯეტმა 5 მილიონ 700 ათასის ჯარიმა გადაიხადა.

დატოვეთ კომენტარი