ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ნიკა მელია – სამწუხაროდ, დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე

„ერთიანი ნაციონალურის მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გული დაწყდა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, სადაც საზოგადოებას ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გააცნო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დაინახა.

როგორც მან „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ მიმდინარეობს.

“ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ პარტიას. გული დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის კარგი დაბოლოების საწინდარი, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის.

სხვა უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ, ვფიქრობ, მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება. მე ვთხოვდი საზოგადოებას ყველამ გავიაზროთ, ეს არაა ბრძოლა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სამოქმედო გეგმა დღეს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან გააცნეს. აღნიშნულ შეკრებაზე დღეს “გირჩის” ლიდერები არ იმყოფებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი