კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით ხვალ, 21 მარტს თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი “სოცაფეთქებაა”, მოქალაქეები 14:00 საათზე კანცელარიის შენობასთან შეიკრიბებიან.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელმოწერა.
“#სოცაფეთქების ინიციატივითა და თავისუფლების ინსტიტუტის იურისტების ჩართულობით მომზადდა (სახალხო/ საზოგადოებრივი) კოლექტიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, რომელიც ითვალისწინებს იმ ბიზნესების, სხვადასხვა ჯგუფების თუ კერძო პირების ინტერესების დაცვას, რომელთაც უკიდურესად იზარალეს გაუაზრებელი ჩაკეტვებით და გადაჭარბებული რეგულაციებით”, – წერენ ორგანიზატორები.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მოიცავს შემდეგ სადავო სამართლებრივ აქტებს:
1 – საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
2 – საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
3 – საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ;
4 – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” (იზოლაციისა და კარანტინის წესები).
აქციის ბოლოს ორგანიზატორები სამომავლო გეგმას და მთავრობისადმი ულტიმატუმს გააჟღერებენ.
მეტი ამბები
კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს
“მე ხო არ გეუბნები რომ მე ვარ მართალი….ბოდიშს გიხდი” – გოგი წულაიას ჩანაწერები
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარმა სტელა კირიაკიდისიმ COVID-19-სა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს