რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოკეტა შოთაძის უწყებამ გოგი წულაია გისოსებს მიღმა? – “მთავარმა” ის ვიდეო კადრები მოიპოვა, რომელიც ბრალდების საქმის მთავარი მტკიცებულებაა, თუმცა ადვოკატები ამბობენ რომ აღნიშნული კადრები წულაიას ბრალდებას ვერ ამყარებს. ჩანაწერებში ისმის საუბარი.
მათივე მტკიცებით, დაზარალებულის ჩვენების გარდა ამ ეტაპზე საქმეში არც ერთი დოკუმენტი არ დევს რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან, სექსუალური ხასიათის ძალადობას დაადასტურებს.
სრულად ჩანაწერებს მაყურებელი “შაბათის მთავარში”, 21 საათზე ნახავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას გუშინ, 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მეტი ამბები
ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია- ალტერნატივა არ არსებობს! – ნიკა გვარამია
თუ ვადამდელისთვის ბრძოლა წავაგეთ, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება 2030 წლამდე დარჩეს – ნინო ბურჯანაძე
კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს