აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რიგი ექსპერტები მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ -ირაკლიკ ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ექსპერტების ნაწილი თბილისში, ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებულ მეწყერთან დაკვშირებით მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

“სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიცაა საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა. დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს მერია ადგილზე დამოუკიდებელ ექსპერტებს მოშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, როგორც მონიტორინგის, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არცერთი წუთით. გარე პირების ადგილზე დაშვება მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარეა შეზღუდული”, – თქვა ირაკლი ბენდელიანმა. 

მერია აცხადებს, რომ ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები არახალია, ათეული წლებია არსებობს და მოსახლეობას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ახალ ბზარებთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა.

წინასწარი შეფასებით, ნახევარი კუბური მეტრი მიწის ფართობი ვაშლიჯვრის ფერდობს უკვე მოწყვეტილია, ადგილზე ნაპრალების რაოდენობა ყოველ დღე იმატებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილზე მძიმე ტენქინიკს მუშაობას, უხვ ნალექსა და მცირებალიან მიწისძვრას შეუძლია მოწყვეტილი მიწის ფართობი ცენტრალურ გზაზე ჩაიტანოს.

დატოვეთ კომენტარი