ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა

6 წლის მსახიობი, მონიკა ბელუჩი იტალიური “ვოგის”  მთავარი სტუმარია და მოდის სფეროში ყველაზე გავლენიანი გამოცემის გარეკანს დაამშვენებს. მსახიობმა ფოტოსესიიდან ერთ-ერთი სურათი თავად გამოაქვეყნა “ინსტაგრამზე.”

მონიკას Dolce & Gabbana-ს შავი ელეგანტური და კლასიკური კაბა აცვია. ფოტოზე კი მონიკასთან ერთად ახალგაზრდა მოდელი, ემანუელ დე ლორენცოა აღბეჭდილი. ფოტოსესია ფლორენციაში მოეწყო.

მონიკას ფოტოს “ინსტაგრამზე” ტრადიციულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფანებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ ის იდეალურად გამოიყურება;
ნამდვილი დედოფალი ხარ.

გასაოცარი, როგორ შეგიძლია, ყოველთვის ასეთი იყო?! – წერენ გულშამატკივრები.

არიან ისეთებიც, რომლებიც ხაზს უსვამენ მონიკას პარტნიორის ახალგაზრდულ ასაკს და ამის გამო, ფოტოსესიის იდეის ავტორებს აკრიტიკებენ.
“როგორც ჩანს, მას ჟიგოლო სჭირდება” – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

მონიკა ბელუჩი იმ ქალებს შორისაა, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო აქტიურდებიან შემოქმედებითი თვალსაზრისით. პანდემიის პირველი ეტაპის შემდეგ, ის უკვე ვიხილეთ არაერთი მოდური გამოცემის ყდაზე, ასევე სხვადასხვა ჩვენებებზე.

როგორც ცნობილია, მონიკა არ მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, ამბობს, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში მომიბვლელია და ცხოვრების ყველა პერიოდს თავისი ხიბლი აქვს.

Rating
Rating

Rating

დატოვეთ კომენტარი