აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მე დიტო სამხარაძე, ჩემს მიმართ ზეწოლას და ბულინგს ვეღარ ვუძლებ, ამიტომ მინდა ჩემს მიერ 2 წლის წინ ჩადენილი ქმედება ვაღიარო!-დიტო სამხარაძე

მე დიტო სამხარაძე, ჩემს მიმართ ზეწოლას და ბულინგს ვეღარ ვუძლებ, ამიტომ მინდა ჩემს მიერ 2 წლის წინ ჩადენილი ქმედება ვაღიარო! მე ის მოვკალი!!!
ჟურნალისტებს გთხოვთ დამიკავშირდეთ🙏🏻
აგვისტოს თვე იყო, ფოთში მეგობართან ვიმყოფებოდი, ცოტა დავლიეთ, საქმეზეც ვილაპარაკეთ და შუა ღამეს დავიშალეთ!
მახსოვს მაგარი სიცხე იყო, სასტუმროში რომ მივედი, შესასვლელთან, რამოდენიმე უცხო ახალგაზრდა დამხვდა, მივესალმე და ჩემი ნომრისკენ გავემართე. ნომერში დავბინავდი, დავწექი და ტელევიზორის ყურება დავიწყე, მახსოვს ფილმი “მუხა” გადიოდა, მთელი დღის ნამუშევარი და დაღლილი ვიყავი, მალე ჩამეძინა, სავარაუდოდ რამოდენიმე საათში, კონდენციონერმა გამაღვიძა, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მქონდა დაყენებული! ავდექი, კონდენციონერი გამოვრთე და აივნის კარები გავაღე!
დაახლოებით ერთ საათში, უსიამუვნო და საეჭვო ხმა გავიგონე, პირველად, ყურადღება არ მივაქციე, შემდეგ ისევ გამეორდა და თან ვატყობდი რომ ხმა, უფრო იზრდებოდა და აშკარად მიახლოვდებოდა!
არ დავბნეულვარ, იარაღი თან არ მქონდა, ლოგინის გვერდით პატარა მაგიდაზე, სქელ კანიანი ჟურნალი მედო, ავიღე, დავახვიე, ვიფიქრე შევაშინებ, დანა ან ხელკეტი რომ ეგონოს და თუ მომიახლოვდება დავარტყამ! მხედველობის პრობლემა მაქვს, შუქი გამორთული მქონდა, რამოდენიმე წამში ის უცნაურად ჩემი საწოლის უკან კედელთან აღმოჩნდა, შემოვტრიალდი და მთელი ძალით ჩავარტყი ჟურნალი! დავინახე კედელზე სისხლის ლაქა, შუქი ავანთე, მივუახლოვდი, ის უკვე მკვდარი იყო!
.
.
.
.
.
.
.
ეს იყო ყველაზე დიდი კოღო, რაც ჩემს ცხოვრებაში მომიკლავს😂
ტაში კუკური😂 ვუძღვნი შავ ნოდარას.
წერს, პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
დატოვეთ კომენტარი