ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი, უგურ შაჰინი აცხადებს, რომ აშშ-სა და ვეროპის უმეტეს ქვეყნებში, ზაფხულის შემდეგ საკარანტინე შეზღუდვები საჭირო აღარ იქნება. შაჰინის თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის, გერმანიის მოქალაქეების 70%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული ექნება.

“ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში, ზაფხულის შემდეგ საკარანტინო ზომები არ დაგვიჭრდება. არსებობს შესაძლებლობა რომ ევროპის ქვეყნებში, პატარ-პატარა კოვიდ აფეთქებები იქნება, თუმცა საყოველთაო კარანტინი და შეზღუდვები წარსულს ჩაბარდება”, – ამბობს უგურ შაჰინი.

ცნობისთვის, ფარმაცევტული გიგანტი, BioNTech ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. მედიცინის სფეროში მიღწეული წარმატებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის კი უგურ შაჰინი და მისი მეუღლე, გუშინ, გერმანიის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.