აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადომის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.

“მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ”, – თქვა გიორგი გახარიამ.

“მალე შევხდებით” – უთხრა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებს. 

 შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. მის შემცვლელად “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

დატოვეთ კომენტარი