აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გარანტიას ვაძლევ “ოცნებას”, ეს იქნება უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი -ანა დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე “პოსტ-ფაქტუმის” მიერ გსაჯაროვებულ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება. გულაშვილის მონათხრობის მიხედვით, მას უკანონო ბრძანებების შესრულება – სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება ევალებოდა. მან დაამონტაჟა ვიდეო კამერა ანა დოლიძის სახლშიც.

“მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონი გულაშვილი, რომელიც მიდის ადგილზე, ამბობს, რომ მას აქვს ათასობით ფაილი და ასახელებს ერთადერთ პოლიტიკოსს – მარტო მე. ათასობით ფაილიდან და ასობით პოლიტიკოსიდან, ანუ ამ ჩვენებაში მოცემულია უსერიოზულესი ბრალდება საჯარო, ხელისუფლების კრიტიკოსი აქტიური პოლიტიკოსის პირად ცხოვრებაში ჩარევასთან დაკავშირებით. გარანტიას ვაძლევ ქართულ ოცნებას, რომ ეს იქნება უსერიზულესი პოლიტიკური სკანდალი გლობალური მასშტაბის”, – თქვა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, არის კითხვისნიშნები ხომ არ უკავშირდებოდა ეს “სასამართლო კლანის” წინააღმდეგ ბრძოლას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვითარება, როცა ტოტალური მოსმენები ხდება და შემდეგ ამ ჩანაწერებით ადამიანებს აშანტაჟებენ ყველას მიანიშნებს, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება. მათი თქმით, ეს სერიოზული დანაშაულია, რომელის გამოძიებაც უნდა მოხდეს.

ირკვევა რომ ივანე გულაშვილი 2019 წელს ამ სკანდალური ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მალე დააკავეს. საქმე გასაიდუმლოებულია, თუმცა “მთავარი არხის” ინფორმაციით ის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლითაა დააკავებული.

დატოვეთ კომენტარი