ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე” – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია აღმოფხვრას.

“დღეს მე განვაცხადე, რომ ქართულ პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე.

საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება,”- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

დატოვეთ კომენტარი