ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო-ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაძლებელია, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების აღმავალ ფაზაში, მესამე ტალღის წინაშე აღმოჩნდეს:

„არ უარვყოფ, მესამე ტალღის მოლოდინი ყოველთვის გვქონდა, ნებისმიერი გახსნების პირობებში ვაანონსებდით, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ხანგრძლივად იყოს გახსნა შენარჩუნებული.

ვაკვირდებით, რომ არანაირი სოციალური დისტანცია არ გაგვაჩნია, მოკლე პერიოდში დაგვავიწყდა ის რთულად გამოვლილი მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე გვქონდა. ასევე მინიმუმამდეა დასული პირბადის გამოყენება.

დღეს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც მიუთითებს, იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში, რომელიც შეიძლება იქნეს წოდებული, როგორც მესამე ტალღა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა “რუსთავი2”-ის ეთერში.

დატოვეთ კომენტარი