აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს! – ანიტა რაჭველიშვილი

საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ეხმაურება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ის ასევე გამოეხმაურა წულუკიანის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შეეცდება, გაიგოს, ეს აზრი საიდან მოსდის. 

ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააარმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე….., – წერს რაჭველიშვილი.

დატოვეთ კომენტარი