აპრილი 14, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია. თქმა არ არის საკმარისი- Le Monde ნატა საბანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა “ლე მონდი” საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისში ევროკავშირის ჩართულობაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე, რომელმაც თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა, ადასტურებს, რომ “ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა“.

ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო, – ამბობს საბანაძე საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემასთან საუბრისას.

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ძალიან გულდაწყვეტილია, რადგან ევროპულმა მედიაციამ შედეგი ვერ მოიტანა და იმედოვნებს, რომ მისი გადადგომა იქნება “გაფრთხილება” ორივე მხარისთვის, გამოსავლის მოსაძებნად.

სტატიაში ასევე წერია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ასეთ დონეზე მონაწილეობს. ევროპელი დამკვირვებლები და ექსპერტები ამ კრიზისში მხოლოდ ერთ გამარჯვებულს ხედავენ – რუსეთს. საქართველოსთვის კი ეს კრიზისის ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებას სათუოს ხდის.

ცნობისთვის, ევროკავშირში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი, ნატა საბანაძე 21 მარტს გადადგა. 

დატოვეთ კომენტარი