ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა – ჯორჯ კენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯორჯ კენტი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს, სადაც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა. მისი დაკავება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის.. საქართველოს დემოკრატიისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია.

როგორც საქართველოს მოკავშირემ და მეგობარმა, აშშ-მ გულწრფელად უნდა ისაუბროს მაშინ, როცა ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ, – ამბობს ჯორჯ კენტი

დატოვეთ კომენტარი