ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სოფო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა

რუსული მედიის ცნობით, 42 წლის რუსეთში მოღვაწე სოფიკო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა. ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა გასაიდუმლოებული ურთიერთობიდან შვილი გააჩინა და მამის ვინაობას არ ამხელს.

მედიის ინფორმაციით, სოფომ შვილს ანდრია დაარქვა. როგორც ცნობილია, ბავშვი 3.3 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა. ამ დროისთვის, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

სოფოს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რობს. ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხე­ბაც მან პლატ­ფორ­მა CLUBHOUSE-ზე ვიწ­რო აუ­დი­ტო­რი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა და ინ­ფორ­მა­ცი­ამ სწრა­ფად გა­ჟო­ნა მე­დი­ა­ში. შე­ვარ­დნა­ძის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ სხვა დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის.

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის სა­ხელს სხვა­დას­ხვა დროს უკავ­ში­რებ­დნენ ცნო­ბილ მა­მა­კა­ცებს პო­ლი­ტი­კის, ბიზ­ნე­სის თუ ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­დან. მათ შო­რის, უკავ­ში­რებ­დნენ რო­მანს მსა­ხი­ობ ალექ­სეი ჩა­დოვ­თან, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე გა­მო­ტყდა, რომ უჭირს შე­სა­ფე­რი­სი მა­მა­კა­ცის პოვ­ნა, რად­გან ისე­თი სა­მა­გა­ლი­თო მა­მა­კა­ცე­ბის გვერ­დით გა­ი­ზარ­და, რო­გო­რებიც მისი ბა­ბუა და მამა იყ­ვნენ.

წყარო:https://www.marao.ge/

დატოვეთ კომენტარი