ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ჩემი ინტერვიუდან სკანდალს ვერ გამოადნობთ”-ნინო ბურჯანაძე

“ამ ინტერვიუში არაპატრიოტულს და პრორუსულს ვერაფერს ნახავთ. ამ ინტერვიუში მე ვისაუბრე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვისაუბრე, რომ ჩვენს უკან დგას 3 ათას წლოვანი სახელმწიფოებრიობა, თითოეული ქართველი იბადება განცდით, რომ მისი ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი. მე მათ ვუთხარი, რომ არასოდეს შევეგუებით აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დაკარგვას, მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიული ევროპული ტიპის სახელმწიფო, ვუთხარი, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აღიარა აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ძალიან მაინტერესებს, რომელ ერთს ემიჯნება ჩემი ოპონენტები? როდესაც “ეხო მასკვის“ ჟურნალისტმა მკითხა, ხომ არ ვნანობ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და ხელის ჩამორთმევას, ვუთხარი რომ არა, რადგან მხოლოდ მასთან დიალოგი გადაჭრის პრობლემას. მას შეუძლია, როგორც ნეგატიური ასევე პოზიტიური როლის თამაში ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტაში. რა არის ამაში ტყუილი?
ალეკო ელისაშვილს პასუხი როგორ გავცე? შემზარავი ის არის, რასაც მას კადრებენ იმ პარლამენტში, სადაც უთავმოყვარეოდ შეძვრა და დღეს თეა წულუკიანი ელაპარაკება თავს ნუ აქიცინებო. ასე ნინო ბურჯანაძეს ვერც მტერი და ვერც მოყვარე ვერ დაელაპარაკება და არც ელაპარაკება. ასე რომ, სულ რომ თავი ჩამოიხრჩონ, ,“ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ჩემი ინტერვიუდან სკანდალს ვერ გამოადნობთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დატოვეთ კომენტარი