ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ერთ “ჭკვიანს” მერიის საბჭოზე უთქვამს ავაფეთქოთო!!!- თეა გოდოლაძე

ერთ “ჭკვიანს” მერიის საბჭოზე უთქვამს ავაფეთქოთო!!! გიჟებში ვართ გიჟებში!!! – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს.

გეოლოგი იქვე აღნიშნავს, რომ გერმანელი მეცნიერები შექმნილ მდგომარეობაში ერთადერთ გამოსავლად  ბარიერების გაკეთებას მიიჩნევენ. 

,,გუშინ საუბრის დროს ყველა პუნქტზე შევთანხმდით გერმანელ მეცნიერებთან! მათ ცალსახად თქვეს, რომ ერთადერთი რაც შეიძლებ გაკეთდეს, ბარიერები, რომ მეწყრის გავრცელების სიჩქარე დავაგდოთ და ხალხს დრო მივცეთ! მეწყრის ხელის დაკარებაზე საუბარიც არ ყოფილა. ყველამ ვიცით რომ საშიშია!!! მთავარი მონიტორინგია და მოგვიწონეს რასაც ვაკეთებთ. ყველა პუნქტზე დაგვეთანხმნენ!!! თქვეს, რომ აქ ბევრი “ჭკვიანის” პოზიციას არ იზიარებენ და საშიშია!

დაგვღუპავენ ეს საბჭოთა სკოლის ხალხი!!! ინგლისური ისწავლეთ და დაგუგლეთ! დაძრული მასშტაბური მეწყრის დროს, რომელი ჭკვიანი აკეთებს დაანკერებას!!”- წერს გოდოლაძე.

დატოვეთ კომენტარი