მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ნინო ამაღლობელის განცხადებით, დღეს, 26 მარტს “ასტრაზენეკას” ბრიტანეთის ფილიალიდან პასუხი მიიღეს. კომპანიამ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციისა და საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა.
“ჩვენ გვაქვს სიახლე, დღეს დილით მივიღეთ პასუხი, წინა დღეებში მიწერილი გვქონდა “ასტრაზენეკას” ბრიტანეთის ფილიალისთვის და დღეს მოგვწერა “ასტრაზენეკამ” და მოითხოვა ჩვენგან მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა ვაქცინაციამდე და სხვა საგამოძიებო მასალების გადაცემა. ისინი ამ ეტაპზე ითხოვენ სისხლის სამართლის მასალებს”, – თქვა ნინო ამაღლობელმა.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო უწყება მათ არ შეაყოვნებს და შეძლებენ “ასტრაზენეკას” მოთხოვნილი დოკუმენტები გაუგზავნონ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარს, მანუჩარ კობახიძეს კითხავენ. დაკითხვამდე ჟურნალისტებთან ოჯახის ადვოკატებმა გააკეთეს კომენტარი და გამოძიება დოკუმენტაციის დამალვაში დაადანაშაულეს.
მეტი ამბები
რიონის ხეობის შვიდი მცველი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება
მეგი ბაქრაძის საქმე – პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა
მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, უზრუნველვყოფდით 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას – კობახიძე